იყიდება 377 მ² ფართობის, 9-ოთახიანი დუპლექსი ახალი, მაღალი ხარისხის რემონტით. ბინა მდებარეობს მე-6 სართულზე და გამოირჩევა 3.30 მ სიმაღლის ჭერით და მაქსიმალურად ფუნქციური დაგეგმარებით.
პირველ სართულზე განლაგებულია 50 მ² ფართობის ვრცელი და ნათელი მისაღები ოთახი მოქმედი ბუხრით, იზოლირებული სასადილო სივრცე და სრულად აღჭურვილი სამზარეულო. ამავე სართულზე დაგხვდებათ მასტერბედრუმი საკუთარი სველი წერტილით, ჰოლი, სამი აივანი, დამატებითი სველი წერტილი და ტექნიკური ოთახი (საქვაბე).
მეორე სართული სრულად დათმობილია საძინებლებისა და სამუშაო სივრცისთვის: განთავსებულია 4 მასტერბედრუმი, იზოლირებული კაბინეტი მშვიდი სამუშაო გარემოსთვის, დამოუკიდებელი სამრეცხაო ოთახი და დამატებითი სველი წერტილი.
ბინას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს 30 მ² ფართობის ვერანდა და წრიული აივანი, საიდანაც იშლება შთამბეჭდავი ხედები.
ბინა იდეალურად არის მორგებული მრავალწევრიანი ოჯახისთვის — უზრუნველყოფს თითოეული წევრის კომფორტსა და პირადი სივრცის დაცვას.
ბინის ფასი

