MyCorner-ის შესახებ
Mycorner უძრავი ქონების მართვის კომპანია, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2022 წლიდან, ჩვენი კომპანია იღებს უძრავი ქონების ინდუსტრიაში არსებულ ყველა გამოწვევას და პასუხობს მას თანამედროვე სტანდარტების მიხედვით დადგენილი გაიდლაინებისა და კრეატიული მიდგომის მოდელით. ჩვენი კომპანიის უმთავრესი ამოცანა არ არის გავყიდოთ უძრავი ქონება, არამედ გავითვალისწინოთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესები და ვიმოქმედოთ მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
Mycorner არ ოპერირებს მხოლოდ უძრავი ქონების კომერციის მიმართულებით, არამედ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი უძრავი ქონების ბაზრის ფასთა კვლევაში, საგანმანათლებლო და კარიერული დაგეგმარების მიმართულებით, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ნოვატორი კომპანია, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ოპერირებს ბაზარზე. ამის დასტურია: ბრიტანეთის საინვესტიციო ფონდის აღიარება და ის შეფასება, რომელიც 2024 წელს მივიღეთ. (სერთიფიკატი კიბის ნაცვლად)
Mycorner.ge-ს გუნდი
გაიცანი ადამიანები, რომლებიც ქმნიან Mycorner.ge-ს
თამო წოწორია
Mycorner-ის დამფუძნებელი.
ჩემთვის პატივია, ვიყო Mycorner-ის დამფუძნებელი. თანამედროვე სამყარო და მისი ტემპი იმდენად სტრესულია, რომ ადამიანი დასცილდა მის ძირითად ფუძეს, რასაც სახლი ჰქვია.
უძრავი ქონების კომერცია, არ არის მხოლოდ კომერცია, ის უნდა იყოს, ადაიანზე ორიენტირებული და მისი ინტერესების საუკეთესო თანამგზავრი. ამ მოტივით შევარჩიე გუნდი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს მომხმარებლისა და პარტნიორების ინტერესებს და სწორედ ამიტომ არის ჩემი კომპანია საქართველოს ბაზარზე, ყველაზე დინამიურად მზარდი ორგანიზაცია. თანამედროვე ურბანული გამოწვევები და შეთავაზებებით გაჯერებული უძრავი ქონების ბაზარი, ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი შეყავს შეცდომაში, რადგან მომხმარებელს არ აქვს დრო იმისა, რომ დაუთმოს შესაბამისი რესურსი ან აკლია კომპეტენცია, იმისათვის, რომ შეარჩიოს სასურველი უძრავი ქონება.
სწორედ აქ ვდგავართ სადარაჯოზე და ვთავაზობთ მომხმარებელს, როგორც ტექნოლოგიურად გამართულ სისტემას, ასევე ფიზიკურ სერვისებს რეალურ გარემოში, რომელიც მოიცავს შერჩევს პროცესიდან გაფორმების პროცესამდე სრულ ციკლს. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში მიბიძგებს ვთქვა, რომ წარმატება და ბედნიერება იწყება იმ კარიდან, საიდანაც ყოველ დილით გამოდიხართ და სადაც ყოველ საღამოს ბრუნდებით.








